დღე პირველი. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილის მსვლელობისას ვფიქრობ ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, 21 საუკუნის უნარჩვევების ჩამოსაყალიბებლად მოსწავლეებში.ვიდეორგოლი, რომელიც დღევანდელ ტრენინგზე ვნახეთ, იყო ძალიან საინტერესო და თანამედროვე. მომავლის კლასების საშუალებით ბავშვებს მიეცემათ საშუალება უფრო მარტივად, უფრო ნაკლებ დროში, უფრო მეტი მოტივაციით გაეცნონ ახალ მასალას, განავითარონ ფანტაზიის უნარი და იყონ უფრო მეტად კრეატიულები.დღეს ზოგადად გავეცანი თუ როგორ უნდა დაიგეგმოს პროექტი.
No comments:
Post a Comment